ღვინის ტური


ქართული ღვინის ტური – 7 დღე


ჩაწვდით ქართული ღვინის ტრადიციებს 7 დღის განმავლობაში;


ქართული მეღვინეობის ისტორია და ყუნძნის მოყვანის უძველესი ტრადიციები პირდაპირ დაკავშირებულია ქართველი ხალხის მთელ ისტორიასთან, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ქართულ ვაზს ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს უდიდესი მოღვაწე ჰომეროსი იცნობდა. ასევე კარგად იცნობდნენ მას ანტიკური სამყაროს სხვა დიდი ადამიანებიც – სტრაბონი, აპოლონიოს როდოსელი, ქსენოფონტე და პროკოფი კესარიელი. ვაზის მრავალფეროვნებამ და ვაზის კულტურის უძველესმა ტრადიციებმა მისცა საფუძველი მსოფლიოს ბევრ გამოჩენილ მეცნიერს ჩვენს დროში ამტკიცონ, რომ კულტურული ვაზის პირველი სამშობლო – სწორედ საქართველოა და აქედან მოედო იგი შემდეგ ევროპის ბევრ ქვეყანას. თვით სიტყვა”ღვინო” (“вино”, “vin”, “vein”, ” vine” და სხვა) ქართული წარმოშობისაა. საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია, რაც მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საუნჯეა.

    
1 დღე


• დახვედრა თბილისის აეროპორტში; 
• განთავსება სასტუმროში;
• ვახშამი – პროგრამის გაცნობა ვიზიტორთათვის;

 

2 დღე


• თბილისი;
• საუზმე სასტუმროში 10:00სთ;
• სიონის საკათედრო ტაძარი;
• ანჩისხატის ეკლესია;
• ნარიყალა;
• მეტეხის ტაძარი;
• სამების საკათედრო ტაძარი;
• გოგირდის აბანოები;
• ქართული მარანი – ღვინის დეგუსტაცია;
• ღვინის ქარხანა – ღვინის დეგუსტაცია;
• გასეირნება შარდენის ქუჩაზე; 
• დაბრუნება სასტუმროში – ვახშამი 20:00სთ;

 

3 დღე        


• თბილისი;
• საუზმე სასტუმროში 10:00სთ;
• გამგზავრება მცხეთაში;
• ჯვრის მონასტერი;
• სვეტიცხოვლის ტაძარი;
• წმ.ნინოს სახელობის დედათა მონასტერი;
• ატენის ხეობა;
• ატენის სიონი;
• ღვინო ატენურის დაგემოვნება;
• ქართული სამზარეულო ეროვნული კერძების დაგემოვნება 16:00სთ;
• დაბრუნება თბილისში;
• ვახშამი სასტუმროში 20:00სთ;

 

4 დღე        


• თბილისი;
• საუზმე სასტუმროში 10:00სთ;
• გამგზავრება კახეთის რეგიონებში;
• გურჯაანის ღვინის სახლი;
• ღვინოს დეგუსტაცია;
• ქართული არყის წარმოება;
• ტრადიციული ქართული პურის და ჩურჩხელის დამზადების პროცესი;
• გურჯაანის ყველაწმინდა ეკლესია;
• ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი;
• ყვარელი – ქინძმარაულის დაგემოვნება;
• ბადაგონის ღვინის ქარხანა;
• ცნობილი ბრენდების დაგემოვნება როგორიცაა: ქინძმარაული, საფერავი, ახაშენი, მუკუზანი და სხვა;
• ალავერდის მონასტერი – ღვინის მარანი;
• ალავერდის ტაძარი;
• თელავი – საოჯახო სასტუმრო – ქართული ტრადიციული სუფრა თამადის ხელმძღვანელობით;

 

5 დღე        


• თელავი;
• საუზმე საოჯახო სასტუმროში – ტრადიციული კერძი ხაში 10:00სთ;
• თელავის ღირშესანიშაობები;
• ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმი;
• შუამთის სამონასტრო კომპლექსი;
• ღვინოს დეგუსტაცია – თელავის ღვინის მარანში;
• თელიანი ველი – ღვინის ქარხანა;
• ქართული ტრადიციული სუფრა;

 

6 დღე        


• თელავი;
• საუზმე საოჯახო სასტუმროში 10:00სთ;
• სიღნაღი – სიღნაღის ღირშესანიშნაობების დათვალიერება;
• ბოდბის მონასტერი;
• დაბრუნება თბილისში;
• თბილისი – გამოსამშვიდობებელი ვახშამი ქართულ რესტორანში;

 

7 დღე


• თბილისი;
• საუზმე სასტუმროში 10:00სთ;
• გამგზავრება აეროპორტში;
• ტურის დასასრული;

 

ტურის ღირებულებაში შედის:

 

1. სასტუმროში განთავსება;
2. კვება (ტურისტული მარშრუტის გათვალისწინებით);
3. ტრანსფერი სრული პროგრამის მიხედვით;
4. გიდის მომსახურება;
5. ჯგუფის ხელმძღვანელის მომსახურება;
6. მუზეუმის მოსაკრებელი;
7. ტრანსპორტირება (კომფორტული მიკროავტობუსი ან ჯიპი);
8. სადაზღევო პოლისი;
9. უალკოჰოლო სასმელები;
10. სახელმწიფო მოსაკრებელი;
11. სუვენირები (ღია ბარათები საქართველოს ღირშესანიშნაობებით);